შაბათ-კვირა ის ორი ჯადოსნური დღეა მთელ კვირაში, რომელიც ერთნაირად უყვარს მგონი ყველას – დასაქმებულს, მოსწავლეს თუ სტუდენტს. სკოლიდან მოყოლებული, ჩემთვის ეს ორი დღე ასოცირდებოდა, უპირველესად, დილით კარგად გამოძინებასთან
მთელი დღე უსაქმურობასთან, წიგნებთან და ფილმებთან გატარებულ საათებთან ან, უბრალოდ, გარეთ ძალიან ბევრ სეირნობასთან
შაბათ-კვირას 12 საათზე ადრე მხოლოდ იმ შემთხვევაში ვდგები, თუ ვინმე მაღვიძებს ან სადმე ვარ წასასვლელი
მიყვარს დილაობით პიჟამოთი სიარული, სასტიკად მეზარება ხოლმე ცივი ტანსაცმლის ჩაცმა
ჩემი ნება რომ იყოს მთელი დღეც არ გავიხდიდი
მიყვარს სტრესის გარეშე მიღებული დუში, ნელა დალეული ჩაი (ორსულობისას ყავაზე თავს ვიკავებ და სამაგიეროდ კილომეტრზე ვგრძნობ მის სუნს და თუ კი ვინმე სვამს, ნდომისგან სულ ნერწყვებს ვყლაპავ
), მიყვარს ფაცი-ფუცის გარეშე შემოვლილი საიტები, ესეც დილის რიტუალების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია
შაბათ-კვირა ის ორი დღეა, როდესაც შეგიძლიათ სამზარეულოში მიხილოთ
მოუცლელობის გამო მხოლოდ კვირის ბოლო ვახერხებ რაიმე კერძის გაკეთებას
კვირის დღეებში შეიძლება დროც მქონდეს მაგრამ იმდენად დაღლილი ვარ ხოლმე რომ საჭმელების კეთების ნერვი აღარ მრჩება
მოგეხსენებათ, დიდად არ ვგიჟდები ამ პროცესზე და შესაბამისი განწყობა ნამდვილად მჭირდება ხოლმე
დღეს გადაწყვეტილი მაქვს გუფთა და ქათმის სალათი გავაკეთო. ორსულობისას ჯანსაღ კვებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ
ვცდილობ ნახევრად ფაბრიკატებს ავერიდო მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, როცა დრო არ მაქვს, ეგენი ყველაზე კარგი გამოსავალია
სამწუხაროდ, თორნიკე სახლში არ არის და ვერ დამეხმარება გაკეთებაში, თორემ ის ჩემზე ბევრად უკეთესი მზარეულია
ძალიან მიყვარს ერთად როცა ვაკეთებთ ხოლმე საჭმელს ❤ უფრო სახალისოა და კარგად ვერთობით ხოლმე
ცუდია რომ ამის დრო ხშირად არ აქვს
მერე დავჯდები და წიგნს წავიკითხავ – ჰერმან ჰესეს “ტრამალის მგელს” ვკითხულობ ახლა. ცოტა მძიმე წასაკითხია, მაგრამ ძალიან საინტერესოდ აქვს დაწერილი ჰესეს ადამიანის შინაგანი სამყარო და მოსაწყენი წიგნი ნადმვილად არ არის
P.S. ერთ პოსტში ყველაფერს მივედ-მოვედე
ამას ქვია “ამოხეთქაო”




