გასაუბრება GIPA-ში

მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ ჯიპაში ტესტირება უნდა გამევლო ინგლისურად და კომისიასთანაც გასაუბრება ინგლისურად უნდა მქონოდა, დაიწყო მთელი ამ საგამოცდო ციებ-ცხელების ყველაზე რთული პერიოდი 🙂 სამაგისტრო გამოცდებზე ასე თუ ისე მომზადებული ვიყავი და უცებ ინგლისურში ტესტირების დანიშვნა ნამდვილი შოკი იყო ჩემთვის. ყველაზე მეტად ამის მეშინოდა.

 რამდენადაც ვიცოდი, ჯიპაში გასაუბრება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ინგლისურის ტესტი. ამიტომაც ჩავუჯექი Google ბიძიას 😀  ყურადღება უფრო გასაუბრებისკენ გადავიტანე. მოვიძიე ინფორმაცია, რჩევები, სავარაუდო შეკითხვები, ანუ ყველაფერი იმისათვის რომ წარმატებით ჩაიაროს ამ მეტად დაძაბულმა პროცესმა 😀 თუ თქვენც გაინტერესებთ, შეგიძლიათ ნახოთ ეს სტატია – How To Prepare For A College Interview.    ეს კი ბლოგია, რომელიც მთლიანად გასაუბრების თემას ეძღვნება –   Get Ready For Your College Interview   ორივე ძალიან კარგ პრაქტიკულ რჩევებს მოიცავს, ასე რომ ღირს გადახედვა 🙂
გასაუბრებამდე დავწერეთ ინგლისურის ტესტი Institutional TOEFL, რომელიც შედგებოდა 3 ნაწილისგან – მოსმენა, წერა და წაკითხულის გააზრება. მოსასმენში იყო 50 შეკითხვა და ეს ნაწილი საკმაოდ მერთულა. ჯერ ერთი, ენა არ ვიცი სათანადო დონეზე, რომ კარგად გამეგო ყველაფერი, ამას თან ერთვოდა ის საშინელი ხმაური, რომელიც შემოდიოდა ღია ფანჯრებიდან, გვერდით მშენებლობა მიდიოდა და რაღაც ბურღის მაგვარი საგნები ჰქონდათ ჩართული 😀 ფანჯრები კი იმიტომ იყო ღია, რომ  ჯიპაშიც სარემონტო სამუშაოებია და საშინელი, არა – უსაშინლესი საღებავის სუნი იდგა. ფაქტიურად, ფანჯრის დახურვა ჩვენს გაგუდვას უდრიდა 😀 ისედაც ტესტირების დაწყებიდან 15 წუთში ყველას თავი გვტკიოდა 😀

მეორე ნაწილი იყო Writing skills – წინადადებებში დაშვებული იყო შეცდომები და უნდა მიმხვდარიყავით, რა იყო შეცდომა. ეს ტესტი შედარებით იოლად დავწერე, ვფიქრობ აქედან ავიღე უფრო ქულები.

რაც შეეხება მესამე ნაწილს, ანუ წაკითხულის გააზრებას, ეს ნაწილი აღარ დაგვიწერია, რადგანაც მრავალი ჩვენგანი უკვე საშინლად იყო გაბრუებული აუტანელი სუნის გამო და ეს ნაწილი მოიხსნა. შესაბამისად, მხოლოდ ორი ნაწილის ქულების მიხედვით შეგვაფასეს. რომ არ მოეხსნათ ეს ნაწილი, წარმოდგენა არ მაქვს ვინ დაწერდა ბოლომდე – 55 წუთი იყო დრო და ამ პერიოდში 8 ტექსტი უნდა წაგვეკითხა და თითოეულის 7 თუ 8 კითხვისთვის გვეპასუხა 😦 ასეთ ტესტს ქართულადაც კი ვერ დავწერდი ალბათ კარგად. 8 ტექსტი ხუმრობა არ არის, სამაგისტროს გამოცდაზე 3 ტექსტი იყო და რასაც ქვია, ქანცი გამძვრა.

გასაუბრებაზე, როგორც ვიცოდი, ძალიან მეგობრული და უშუალო ატმოსფერო უნდა ყოფილიყო. ყველა მამშვიდებდა – ნერვიულობა საერთოდ არ არის საჭიროვო 😀 მართლები ყოფილან – ცდილობენ დაძაბულობა მოგიხსნან და დაგეხმარონ. კომისიაში 2 ქართველი და 2 ამერიკელი წევრი იყო. თავის წარდგენის შემდეგ მკითხეს ზუსტად ის, რასაც ველოდი – რომელ სფეროში მინდა მუშაობა, სად ვხედავ ჩემ თავს 5 წლის შემდეგ, ყველაზე საინტერესო ამბავი, რაც გამიშუქებია და ა.შ. მკითხეს ასევე ჩემი გამოცდილების შესახებ და ვფიქრობ, ამით ძალიან დავაინტერესე. მოვუყევი ერთ-ერთი ისტორია, როდესაც დავუპირისპირდი ხელისუფლების წევრს, მოვუყევი სად მქონდა ნამუშევარი და რას ვაკეთებდი ამ მედიასაშუალებებში და ამის შემდეგ, ამერიკელმა კომისიის წევრმა მკითხა, კი მაგრამ უკვე ამდენი მუშაობის გამოცდილება გაქვთ, რატომღა გინდათ კვლავ სასწავლო გარემოში დაბრუნებაო 😀 მე ვუპასუხე – მაღალ კვალიფიკაციური ჟურნალისტი არის ის, ვისაც კარგი თეორიული ცოდნა აქვს მეთქი. მე მართლა არ ვარ კმაყოფილი ჩემი თეორიული ცოდნით და ამიტომ მინდა მაგისტრატურის გაკეთება. თან საქართველოში ამის გარეშე საკმაოდ რთულია კარგი სამუშაო ადგილის პოვნა.

გასაუბრების დროს ჩემი მთავარი მინუსი იყო ის, რომ მთლიანად ინგლისურად ლაპარაკი ვერ შევძელი და რამდენჯერმე ქართულად ვუპასუხე შეკითხვებს. ამას დამატებული ძალიან ვნერვიულობდი და მაინცდამაინც კარგად ვერ წარმოვაჩინე ჩემი თავი.

გასაუბრებაზე მარტო ვიყავი მისული, თორნიკე ვერ გამომყვა საქმეების გამო და რომ გამოვედი, არავინ მყავდა გვერდით, რომ ცოტა დავემშვიდებინე 😦 მაგრამ მოვახერხე ჩემი თავის დაწყნარება და საერთოდ აღარ ვფიქრობდი ამ გასაუბრებაზე. ვცდილობდი ყველანაირი შედეგისთვის მზად ვყოფილიყავი.

შემდეგ კი მოხდა ის, რასაც მხოლოდ 40% ველოდი – დამირეკეს ჯიპადან და მომილოცეს, რომ მე ჩავირიცხე ჟურნალისტიკის და მედია მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე!!!!!!!!!!! 😀

ჩემს ემოციებს აღარ მოგიყვებით, ქუჩაში ვიყავი და ხალხი დავშოკე 😀

ახლა ჩემი უპირველესი საზრუნავი ინგლისური ენის სწავლაა. მოტივაციის პრობლემა აღარ მაქვს 😀 რაც მთავარია, ჩემი მიზნის მისაღწევად მომდევნო საფეხურზე ავაბიჯე 😀

Advertisements

4 thoughts on “გასაუბრება GIPA-ში

  1. რა ბედნიერებაააა.. აბა წარმატებებიიი… ❤ მგონი აქ პირველად ვარ და შევიხედავ ახლა ყველგან 🙂

    • დიდი მადლობა ^^ შენი ბლოგი ვნახე, ძალიან საინტერესო პოსტები გქონდა :))) შენც წარმატებები!!!

  2. ნიიინ ნუ გამაწითლე :)))) აუ შენს მეილზე, რბილად რომ ვთქვა, გამეცინა 😀

რას ფიქრობთ თქვენ?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s