ის, რაც დაიწყეს სამხედროებმა…

თქვენ რა იფიქრეთ? რომ სამხედროებმა ომი დაიწყეს? ან გგონიათ სამხედროები მხოლოდ ომს იწყებენ? ან ფიქრობთ მათი ინიციატივები მხოლოდ ბრძოლასთან არის დაკავშირებული? და თქვენ რას იტყვით, როცა გაიგებთ, რომ ის, რისი საშუალებითაც ახლა ამ წუთას ამ პოსტს კითხულობთ, სწორედ სამხედროების შექმნილია? დიახ ბატონო, ინტერნეტი ამერიკელმა სამხედროებმა შექმნეს 🙂

ინტერნეტის შექმნის ერთი კონკრეტული თარიღი არ არსებობს, თუმცა ყველაფერი დაიწყო მაშინ, როცა საბჭოთა კავშირმა 1957 წელს კოსმოსში პირველი ხელოვნური თანამგზავრი გაუშვა. აშშ-ში ჩათვალეს, მათი მოწინააღმდეგე ომისთვის ემზადებოდა, ამის საპასუხოდ კი 1958 წელს ამერიკელმა სამხედროებმა შექმნეს ინფორმაციის გადაცემის ყველაზე საიმედო სისტემა, რომელსაც არ ექნებოდა ერთი ცენტრი.

როგორც ხედავთ საბჭოთა კავშირსაც მიუძღვის წვლილი ინტერნეტის შექმნის დიად საქმეში 😀

ინტერნეტს თავდაპირველად მხოლოდ სამეცნიერო ინსტიტუტები იყენებდნენ, ისინი ქსელის საშუალებით ინფორმაციას ცვლიდნენ. თანდათან იხვეწებოდა და ვითარდებოდა ტექნოლოგიები, დღეს კი უკვე ჩვენ წინაშეა ქსელი, რომელსაც მილიონობით მომხმარებელი ჰყავს. ინტერნეტის არსებობის მთელ ისტორიას აღარ მოგიყვებით, ძალიან შორს წავალთ 😀

პოსტის ბოლოს კი მოვიყვან პოპულარული საიტის Alexa.com-ის მონაცემებს, საქართველოში ათი ყველაზე საინტერესო საიტი:

  1. Facebook
  2. Google.com
  3. Youtube
  4. Google.ge
  5. Odnoklassniki.ru
  6. Wikipedia
  7. Mail.ru
  8. Yahoo.com
  9. Forum.ge
  10. Myvideo.ge

P.S. 17-ე ადგილას jobs.ge დგას, როგორც იტყვიან, მითხარი რომელი საიტია თქვენს ქვეყანაში პოპულარული და გეტყვით რა გაწუხებთ თქვენ 😀

Advertisements

5 thoughts on “ის, რაც დაიწყეს სამხედროებმა…

    • მართლა საკვირველია რატომ არის მე-9 ადგილზე, ეს ჩამონათვალი რომ არ მენახა, დარწუნებით ვიტყოდი ვიკიპედიაზე ხშირად ფორუმზე შედიან თქო 😀

  1. ჩემს პირად რეიტინგში Wikipedia Facebook-საც კი გაუსწრებს 😀 Jobs.ge-ც ნელ-ნელა ინაცვლებს ზედა პოზიციებზე 😀

  2. ოდნო სამარისკენ? ნებისმიერ ინტერნეტ პროვაიდერთან თუ გექნება შეხება მიხვდები რომ ჯერ ადრეა, როგორცკი შეფერხებაა ინტერნეტის მოწოდებასთან დაკავშირებით, მაშინვე ხვდები, რომ ძალიან ბევრს ინტერნეტი ოდნო გონია : )) და კიდევ უფრო მეტს ინტერნეტის შეფერხება მხოლოდ იმიტომ აწუხებს, რომ ოდნოზე ვერ შევა 😦 თუმცა მადლობა ფბ-ს ცოტათი გამოსწორდა მდგომარეობა 🙂

რას ფიქრობთ თქვენ?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s