ერთი დღე სოციალური მედიის გარეშე

წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრების ერთი დღე სოციალური მედიის გარეშე?  იღვიძებთ დილით, იმზადებთ ფინჯან ყავას და ჯდებით კომპიუტერთან, მაგრამ არ შედიხართ Facebook-ზე, არ უყურებთ ვიდეოებს Youtube-ზე, არ ეძებთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას Wikipedia-ზე, არ ერთვებით Forum.ge-ს ცხელ დისკუსიებში, არ კითხულობთ ბლოგებს… რას იტყვით? წარმოიდგენთ თქვენს ცხოვრებას ამ „სიამოვნებების“ გარეშე? შეგიძლიათ დასჯერდეთ მხოლოდ სხვების მოწოდებული ინფორმაციის კითხვას? თუ გაგიჩნდებათ სურვილი, რომ თავად იყოთ ინფორმაციის გამცემი?

სოციალური მედიის მთავარი პრინციპი კი სწორედ ეს არის – ადამიანები თავად ქმნიან ვებ-გვერდის „კონტენტს“, თავად არჩევენ რა იყოს მთავარი თემა, რა კუთხით გაშუქდეს ეს ინფორმაცია და ვისთვის იყოს ის ხელმისაწვდომი. სოციალურ მედიას ჩვეულებრვი ადამიანები ქმნიან, მათი თანამონაწილეობის გარეშე ვერ ირსებებდა Facebook, Youtube, Twitter, Wikipedia და სხვა საიტები. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციების გარეშე ეს ვებ-გვერდები ცარიელ ფურცელს დაემსგავსებოდა.

სოციალური მედია XXI საუკუნის ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას აძლევს ნებისმიერ პიროვნებას, რომ შექმნას თავისი პატარა „ტრიბუნა“, გამოთქვას აზრი ფარულად ან ხილულად მისთვის საინტერესო საკითხზე, გაავრცელოს ნებისმიერი სახის ვიდეო, აუდიო თუ ტექსტური ჩანაწერი, დააინტერესოს სხვა პიროვნებები და გაიჩინოს მრავალი მიმდევარი, ე.წ.Follower-ი.  სოციალური მედია დღეს ყველაზე თავისუფალი სივრცეა. ამ დემოკრატიულ სივრცეში ყველა ადამიანი თანასწორია. ნებისმიერს შეუძლია გააკეთოს საკუთარი ბლოგი და რედაქტირების და ცენზურის გვერდის ავლით დაწეროს და გაავრცელოს მისთვის სასურველი ინფორმაცია. დღეს ყველას შეუძლია ციფრული კამერით გადაღებული ფოტო თუ ვიდეო მასალით მსოფლიოს ყურადღება მიიპყროს, ყველას აქვს უფლება ფორუმზე თემა გახსნას და მისთვის საინტერესო საკთხზე დისკუსია გამართოს, ყველას შეუძლია შექმნას საკუთარი ინტერნეტ-ტელევიზია და სიუჟეტების მთავარი თემები თავად განსაზღვროს, ყველას შეუძლია ყველაზე დიდი ონლაინ-ენციკლოპედია Wikipedia-სთვის თუნდაც ერთი სტატია დაწეროს.  ადამიანებს დღეს განუსაზღვრელი შესაძლებლობები აქვთ, მათთვის ეს ყველაფერი მისაწვდომია თუ კი ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი ექნებათ.

სოციალურ მედიას დიდი მომავალი აქვს, დიდი და საინტერესო. ჩვენ მხოლოდ  მის აღმავლობის პერიოდს ვუყურებთ. ექსპერტები ვარაუდებს უკვე თამამად გამოთქვამენ – მალე ცხოვრება ვირტუალურ სამყაროში უფრო საინტერესო იქნება, ვიდრე რეალურში და ინტერნეტი ინფორმაციის მიწოდების და გადაცემის მთავარი წყარო გახდება.

Advertisements

9 thoughts on “ერთი დღე სოციალური მედიის გარეშე

  1. მშვენივრად წარმომიდგენია 🙂 ტელევიზორს ჩავრთავ, ფეხბურთს ვუყურებ, ტორენტებიდან გადმოწერილ რომელიმე ფილმს ვნახავ, წიგნს წავიკითხავ და ფანტასტიურად გავერთობი.

    ბლოგი რომ არა, ფეისბუქი და ტვიტერი არც დამჭირდებოდა და დანარჩენ ჩამოთვლილს ისედაც არ ვსტუმრობ.

    • სოციალურ მედიას დიდი დრო მიაქვს და ჩემ შემთხვევაში, თითქოს ინტერნეტმა რაღაცნაირად ჩაანაცვლა ეგ ყველაფერი. რა თქმა უნდა ამის გარეშეც გაძლებს კაცი 😀 უბრალოდ როცა არსებობს შესაძლებლობები, მათზე უარი არ უნდა თქვა 🙂

  2. მეც მშვენივრად წარმომიდგენია 🙂 1-2 მხიარული მეგობარი, კარგი წიგნი, კარგი ფილმი, კარგი მატჩი და ხანდახან სულ მავიწყდება Facebook-იც, ბლოგებიც და ზოგადად ინტერნეტიც 😀

    • მატჩიო? ცხვირი მიგრძნობს, ჩემსავით ფეხბურთის გულშემატკივარი ხარ…

      რაც შეეხება შესაძლებლობებს – მე პირიქით მგონია. სულაც არ არის ეს სოც. მედია ჩემთვის რაღაც მნიშვნელოვანი ოფცია. ინფორმაციას სხვა წყაროებიდან ვიღებ, ურთიერთობებისთვის სხვა გზები და ხერხები არსებობს, ვიკი რომ არ წავიკითხო, ენციკლოპედიებიც მოიძიება (ბევრად სანდო, სხვათა შორის)…

      • ვიკიპედია შესაძლოა სანდო არ არის, მაგრამ უფრო ოპერატიულია.

    • რა თქმა უნდა უამრავი საინტერესო რამ არსებობს ამ ქვეყნად მაგრამ აი დილით, ახალგაღვიძებულზე, ჭიქა ყავით ხელში Facebook-ზე შესვლა უფრო საინტერესოა ვიდრე ფეხბურთის ან ფილმის ყურება. წიგნზე არაფერს ვიტყვი, წიგნის წასაკითხად დილა-შუადღე-საღამო არ ვიცი მე 😀

      • დილით, ჭიქა ყავით ხელში, ახლგადგაღვიძებულზეც და ცოტა მერეც, საინფორმაციოს ვუსმენ ევრონიუსზე ან რომელიმე სხვა სანდო არხზე, სანამ სამსახურში წასასვლელად მომაკითხავენ.

        ენციკლოპედია/ლექსიკონები თაროზ მიდევს და საკმაოდ ოპერატიულად მუშაობს.

        სოც. მედია მნიშველოვანია, მაგრამ არც ისეა საქმე, იმის იქეთ არაფერი არსებობდეს.

  3. პროფესია მაქვს ისეთი, შაბათ -კვირას ძლივს ვეხსნები, სოციალური მედია ხშირად არის ხოლმე ინფორმაციის პირველ წყარო, სადაც შემდეგ უკვე ჩემი მასალის დისტრიბუციას ვახდენ.

    ვიკიპედია, რომ გამახსენე ახლაღა დავფიქრდი რამდენი ხანია მანდ რედაქტირების მეტი არაფერი მიკეთებია, არადა ერთი პერიოდი ისე ჩამითრია 🙂

    ხოდა ფეხბურთსაც რომ ინტერნეტით ვუყურებ საქმე მაგაშია 🙂

  4. დღემდე ბევრი ადამიანი ცხოვრობს სოციალური მედიის გარეშე. და კიდევ, ძალიან ბევრისთვის თუნდაც ფბ იგივე ადნაკლასნიკია სხვა დიზაინით : )) ანუ რისითქმა მინდა ეხლა. სოციალური მედია ჩემთვის სასიამოვნო ინფორმაციის წყაროა, რომლისგანაც მოხერხებული გზით ვიღებ ინფოს, აი ძალიან ბევრი ჩემი ნაცნობისთვის თუნდაც ფბ არის უბრალოდ მაქსიმალური ლაიქი, კომენტარი და უდაჩნად დაფოტოშოპებული ფოტო : )

რას ფიქრობთ თქვენ?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s