Web 2.0

ინტერნეტი – ეს არის თავისუფალი სივრცე, სადაც ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია საკუთარი ინფორმაციის განთავსება, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ იყო. თავდაპირველად გლობალურ ქსელში მხოლოდ პროგრამისტების მიერ მომზადებულ მასალებს შეხვდებოდით, თუმცა თანდათან ეს მიდგომა შეიცვალა და დღეს უკვე არსებობს საიტები. რომელთაც მთლიანად მომხმარებლები ქმნიან, ასეთი საიტები კი უამრავია, მაგალითად Wikipedia, Youtube, WordPress, Blogspot, Facebook და ა.შ.

იმისათვის, რომ ერთმანეთისგან გაემიჯნათ ეს ორი ეპოქა :), 2004 წელს O’Reilly Media და  MediaLive internationale-ის თანამშრომლებმა ერთობლივ კონფერენციაზე გამოიყენეს სიტყვა Web2.0, რაც ნიშნავს, რომ თუ კი აქამდე ინტერნეტში ინფორმაციას მხოლოდ პროგრამისტები ანთავსებდნენ, ახლა საიტის “კონტენტის” შექმნა მომხმარებლებსაც შეეძლოთ.

დღეს Web 2.0-ის პრინციპების მიხედვით მუშაობს ისეთი მსხვილი ინტერნეტ-მაღაზიები, როგორებიც არიან Amazon.com და Ebay.com. ეს საიტები საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობენ მომხმარებლებში. ასევე ნებისმიერი სოციალური ქსელი აგებულია ამავე სტანდარტებზე – თავისთავად ცხადია ასე პოპულარულ Facebook-ს სწორედ მისი “იუზერები” ხდიან საინტერესოს. თავად საიტების ადმინისტრატორები ცდილობენ, რომ მომხმარებლები თავად ჩართონ ინტერაქციაში, რადგანაც ითვლება, რომ რომელიმე პროდუქტის ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანის მიერ შეფასება უფრო სანდოა მკითხველისთვის, ვიდრე რეკლამა ან ექსპერტის დასკვნა. ამიტომაც არის, რომ თუნდაც იგივე Amazon-ზე მომხმარებლები პროდუქტის ქვემოთ ტოვებენ საკუთარ კომენტარს, სადაც აფასებენ რამდენად გამოსადეგია ის ნივთი. კიდევ ერთი მაგალითი, ცნობილი ფილმების მონაცემების უდიდესი ბაზის Imdb-ის საიტზე ფილმის მაყურებლები ტოვებენ თავიან “Review-ებს”, სადაც განმარტავენ თუ რამდენად საინტერესოა ის კონკრეტული ფილმი.

Web 2.0 არის ინტერნეტის განვითარების ახალი საფეხური, რომელმაც უფრო მეტად საინტერესო გახადა ვირტუალური სამყარო. მისი მეშვეობით ადამიანებს მიეცათ სრული თავისუფლება გამოეჩინათ მეტი აქტიურობა გლობალურ ქსელში, თუმცა კარგი იქნება, თუ ამ შესაძლებლობას ბოროტად არ გამოვიყენებთ და ჩვენ მიერ განთავსებული ინფორმაცია სასარგებლო და საჭირო იქნება სხვებისთვისაც 😀

P.S. უკვე მეოთხე პოსტია, რომელსაც ინტერნეტ ტექნოლოგიების შესახებ ვწერ 😀 ეს ჩვენი დავალებებია, რომელსაც ჯიპაში ვიღებთ. ბოდიში ყველას, ვისაც თავი მოვაწყინე ამ თემით, 😀 თუმცა ვფიქრობ, რაიმე საინტერესოს აუცილებლად გაიგებდით. 🙂

Advertisements

5 thoughts on “Web 2.0

    • აჰაჰაჰა 😀 რა გინდა შენ ჟურნალისტად, პიარია შენი საქმე 😀 მოიცადე წავიკითხო ერთი 😀

    • კი მეც ძაან მიყვარს :))) არ არსებობს ფილმი ვნახო და მერე არ შევიდე და არ შევაფასო ვარსკვლავებით :))) და ფილმის ყურების წინ ხშირად ვამოწმებ რა რეიტინგი აქვს უკვე მიღებული :))))

  1. მე არც მაქვს ექაუნთი, მაგრამ ისე მომწონს ”შორიდან”;
    სისტემის სრულყოფილების ყალბ ილუზიას ტოვებს.

რას ფიქრობთ თქვენ?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s