რეკლამის ფსიქოლოგია

გუშინ ვიყავი ერთ ძალიან საინტერესო სემინარზე. ჯიპამ სასერტიფიკატო კურსების დაწყების წინ რეკლამის სტრატეგიული და კრეატიული მენეჯმენტის თემაზე სემინარი ჩაატარა. პროგრამას რომ გადავხედე, ვფიქრე ყველაფერზე  მინდა დასწრება-მეთქი 😀 ბოლომდე დავრჩი და არც მინანია, თუმცა ისე დავიღალე, რომ ბოლო ორ  გამომსვლელს გამოშტერებული ვუსმენდი 😀

სხვადასხვა სარეკლამო კომპანიების არტ და კრეატიულმა დირექტორებმა სარეკლამო სტრატეგიაზე, სარეკლამო ფოტოზე, ეფექტურ კომუნიკაციაზე, კრეატიულ სტრატეგიაზე და სხვა კიდე ბევრ თემაზე თავისი მოსაზრებები გაგვაცნეს, საინტერესო ისტორები მოგვიყვნენ და კონკრეტული რეკლამებიც შეაფასეს.

პირადად ჩემთვის, ერთი დიდი სიამოვნებაა კარგად გადაღებული რეკლამის ნახვა. დარწმუნებული ვარ, სატელევიზიო რეკლამის დროს ყველა თქვენგანს ნერვი ეშლება და ერთი სული აქვს როდის დასრულდება უკვე მობეზრებული და ათასჯერ ნანახი რეკლამები 😀 მეც თქვენ რიგებში ვარ 🙂 მაგრამ ხშირად youtube-ზე ვეძებ ხოლმე საინტერესო რეკლამებს და ჩემი ნებით ვუყურებ 😀 ასე ბევრად უფრო საინტერესო და სახასლისოა რეკლამების ყურება, ხომ მეთანხმებით? 🙂

სხვათაშორის, გუშინ გავიგე, რომ კომპანია FedEx-ის ლოგოს აქვს საინტერესო ისტორია. შეხედეთ სურათს და დაინახავთ, რომ E და x გადაბმის ადგილას თეთრ ისარს ქმნიან 🙂 რამდენჯერ მინახავს ეს ლოგო, მაგრამ აქამდე ამაზე არც კი მიფიქრია 🙂 როგორც გუშინ აგვიხსნეს, ეს წინ მიმართული ისარი ნიშნავს კომპანიის მუდმივ სწრაფვას განვითარებისკენ.

საინტერესო იყო ასევე ქართული რეკლამების მათეული შეფასებები. მაგალითად, ერთ-ერთ ყველაზე წარუმატებელ სარეკლამო სახედ დაასახელეს კახა კალაძე, რომელიც მაგთის რეკლამას აკეთებდა. მაგთი, რომელიც, ასე რომ ვთქვათ, სახალხო რეკლამებით იყო და არის ცნობილი და მისი “აქაცა რეკამს” და “ხო გადმოვრეკე, აი” ყველამ კარგად იცის, უცებ სარეკლამო სახედ გვთავაზობს პერსონას, რომელიც ფერარით დადის და არმანით იმოსება 😀 თავისთავად ცხადია, სარეკლამო სტრატეგია  ასე ალოგიკურად არ უნდა შეიცვალოს.

ასევე წარუმატებელ რეკლამად დაასახელეს ნატახტარის ლუდის “ტრიდე-ს” რეკლამა, რადგანაც რეკლამაში მოყვანილი კადრები სრულიად არ შეესაბამებოდა ლუდის დალევის შემდეგ მდგომარეობას ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ლუდს კედლებზე არ გაყავხარ და ენერგიას არ გმატებს, პირიქით – გთენთავს. აშკარად “ტრიდე-ს” შემქმნელებს ლუდი რედბულში აერიათ 😀

რაც შეეხება წარმატებულ ქართულ რეკლამას და სარეკლამო კამპანიას, დაასახელეს “თიბისი ბანკის” რეკლამა.

ალბათ ყველას გახსოვთ ეს თამაში, ედმონდ აბაშიძის მიერ დამარხულ ფულს რომ მთელი თბილისი ეძებდა და ბოლოს, 26 მარტს, საქართველო-ხორვატიის მატჩზე რომ იპოვა ბედნიერმა მოქალაქემ 😀 ისიც გეცოდინებათ, ამ თამაშმა რამდენი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და საზოგადოების რაღაც ნაწილს თიბისის მიმართ ნდობა დააკარგვინა, მაგრამ სარეკლამო კომპანიებმა ეს თამაში და მთელი კამპანია ორი ნიშნის გამო გამოარჩიეს – პირველი ის, რომ ამ ყველაფრის შემდეგ Tbc ბანკში დეპოზიტების რაოდენობა 26 მილიონი ლარით გაიზარდა და როცა სხვა ბანკებში პირიქით, ანაბრების რაოდენობა კლებულობდა, თიბისიმ დეპოზიტები 6 %-ით გაზარდა. და მეორე, ეს რგოლი, რომელიც სარეკლამო კომპანია WINDFOR’S-მა დაამზადა, გახდა  მე-18 საერთაშორისო რეკლამის ფესტივალის Goldenrum-ის გამარჯვებული.

გუშინდელ სემინარზე  სარეკლამო სფეროში გადაბარგების სურვილიც კი გამიჩნდა 😀 მიუხედავად იმისა, რომ ყველა საქმე, რასაც არ უნდა აკეთებდე, დამღლელია, მაინც ვფიქრობ, რომ სარეკლამო კომპანია არის სამსახური, სადაც რაღაც მომენტში ერთობი და თან ფულს გიხდიან 😀 შეიძლება ვცდები კიდეც, როგორც იტყვიან, გარედან ყველაფერი ლამაზი ჩანს 😀

Advertisements

9 thoughts on “რეკლამის ფსიქოლოგია

    • მადლობა სალომე ^^ ნუ, თუ ჟურნალისტიკაში არ გამიმართლა, უკვე ვიცი სადაც წავალ 😀

  1. FedEx-ის ამბავი ვიცოდი მგონი სადღაც მაქვს წაკითხული, ისე რეკლამა ძალიან საინტერესოა. გეთანხმები ინტერნეტში საკმაოდ საინტერესო და კრეატიული რეკლამები არის ხოლმე, რომელთა ყურება ნამდვილად ღირს და ცუდი ის არის, რომ ქართველები ამ რეკლამებს უბრალოდ თარგმნიან და ისე იღებენ

    • უშუალოდ ამ ხალხს რომ მოვუსმინე, რაღაც მომენტშო ვეღარ ვამტყუნებ, რომ ასეთ რეკლმებს იღებენ. როგორც ისინი იძახიან, მათ კლიენტებს აქვთ სიახლის დიდი შიში და რაღაც კრეატიულს და საინტერესოს ისევ ურჩევიათ რომ კარგად ნაცადი ძველი ხერხი გამოიყენონ. და ასევე გვითხრეს, რომ კრეატიული რეკლამა და მართლა მათ გემოზე გადაღებული რგოლი შეიძლება წარადგინო ფესტივალზე და გული გაიხარო, მაგრამ ესენი თავის ნებით ხო ვერ მუშობენ, იღებენ დაკვეთას და ასრულებენ. ანუ კლიენტის იდეას ახორციელებენ. რა დამცველი მოვევლინე უცებ 😀 მაგრამ რომ გველაპააკებოდნენ, მივხვდი რომ მართლები იყვნენ.

  2. “სარეკლამო კომპანია არის სამსახური, სადაც რაღაც მომენტში ერთობი და თან ფულს გიხდიან” – ამიტომაც ავირჩიე ეს სფერო 😀 გარდა იმისა, რომ საკმაოდ შემოსავლიანია, ერთფეროვანიც არ არის.

    • ჟურნალისტიკაში ეგ მიზიდავს ზუსტად, რომ ერთფეროვნება არ არის, მაგრამ აქ ფინანსების პრობლემა ჩნდება 😀 ხოდა სარეკლამო სააგენტოები აშკარად მაგ მხრივაც წინ არის :)))) წარმატებები!!! ბევრი კრეატიული და საინტერესო რეკლამა!!!! :)))))

  3. გამოხმაურება: რა არის შენი დევიზი? « მზის მოყვარულის ბლოგი

  4. შევასრულე ბოლო ორი სიტყვა გამომივიდა: ახლობელი და სიყვარული.. გამოვიდა მეგობარი…. მეგობარი ჩემი საყრდენია ^_^ ჰმმმმმ :)))))

რას ფიქრობთ თქვენ?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s