ორი წელი ერთად ♥

უკვე ორი წელი გავიდა. არადა გუშინდელივით მახსოვს ჩვენი გაცნობა 🙂 ორივე ძალიან სასაცილოები ვიყავით ^^

ყველაფერი ნათლად მახსოვს – არც კი მიცდია დამალვა, რომ მომწონდი და სრულიად უცნობმა ადამიანებმა ძალიან ბევრი საერთო აღმოვაჩინეთ ერთმანეთში 🙂

ისე გადიოდა დღეები, რომ საერთოდ არ ვჩხუბობდით, იშვიათად ვკამათობდით, არასოდეს გავბუტულვართ…

ვერ წარმოვიდგენდი ასეთი სიყვარული თუ შემეძლო… მე – სრულიად არარომანტიკული ადამიანი, რაღაცნაირად შევიცვალე 🙂 მაგრამ მთლად შენნაირი რომანტიკული მაინც  ვერ გავხდი 🙂

ორი წელია ჩემ გვერდით ხარ და მე ბედნიერი ვარ ამით ♥ მთლიანად მავსებ, მაძლევ ყველაფერს, რაც მჭირდება, ვგრძნობ შენს არსებობას ყველაზე რთულ სიტუაციებში, მამხენევებ და მამშვიდებ :-* ახლა ბოლომდე ვხვდები რას ნიშნავს გყავდეს მეორე ნახევარი ♥ ჩემი მეორე ნახევარი შენ ხარ – უშენოდ უბრალოდ სრულყოფილად ვერაფერს გავაკეთებ. შენი არსებობა და შენი გვერდში დგომა ძალიან მჭირდება ^.^

ყველაზე მეტად რაც მიყვარს შენში, არის შენი გაწონასწორებული და მშვიდი ხასიათი 🙂 ჩემი აუღელვებელი სიყვარული ხარ 🙂 ამითაც კი ერთმანეთს ვაბალანსებთ 🙂 მე – ყველაზე ემოციური და მშიშარა, როგორც შენ მეძახი – გამოუსწორებელი პესიმისტი 😀  და შენ – ყველაზე მშვიდი და დალაგებული :)დაფიქრებული და მოზომილი 🙂

რამდენი ხანია ერთმანეთისთვის სახელით აღარ მიგვიმართავს 🙂 გახსოვს ბოლოს როდის დამიძახე “მარი”? მე არ მახსოვს 🙂

ყველაზე ყურადღებიანი, ყველაზე მოსიყვარულე, ყველაზე თბილი და ყველაზე საყვარელი ხარ ^.^

არც კი მინდა გავიფიქრო – რა იქნებოდა უშენოდ…

შენ უბრალოდ ჩემი ქმარი არ ხარ… არ მიყვარს  ეს სიტყვა… არც მეუღლე ხარ… არც ეგ მომწონს…. შენ ხარ ჩემი სიყვარული – და რაც კი უკავშირდება სიტყვა “სიყვარულს”, ის ყველაფერი ხარ… ♥ ვნება და ტკივილი ხარ, სევდა და მონატრება ხარ, ცრემლი და სიხარული ხარ, ბედნიერება და ჰარმონია ხარ ♥

ორი წელია გიცნობ, არადა მგონია, რომ მთელი ცხოვრებაა ერთად მოვდივართ 🙂 მინდა რომ ასე გაგრძელდეს… დაუსრულებლად… და ყოველთვის, ყოველ დილით მხოლოდ შენი კოცნა და ჩახუტება მაღვიძებდეს ♥

მიყვარხარ… უზომოდ… და უსაზღვროდ… ბედნიერი ვარ, რომ ჩემ გვერდით ხარ და რომ მე შენ გიპოვე ♥

Love is you,
You and me,
Love is knowing,
We can be….

Advertisements

7 thoughts on “ორი წელი ერთად ♥

  1. მმ ❤ რა საყვარელი პოსტია. ჩვენი 2 წლისთავი დეკემბერშია და ველოდები მაგ დღეს ❤ ბედნიერებას გისურვებთ

    • მადლობა ^^ თქვენც ხანგრძლივ სიყვარულს და სითბოს და სიტკობს გისურვებთ :)))))

  2. მიყვარხარ ჩემო პრინცესა, და წინ უფრო საინტერესო რამეები გველის, ხომ იცი როგორ ძალიან მიყვარს როცა სიუპრიზებს გიკეთებ… ბევლი, ბევლი, ბევლი სიუპრიზები….

რას ფიქრობთ თქვენ?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s