About me

მე მარი ვარ, ამ ბლოგის ავტორი 🙂 რა შეიძლება მოგიყვეთ ჩემზე? მოდით, ასე გავაკეთებ – ჩამოვწერ 50 ფაქტს ჩემს შესახებ, ვისაც დაგაინტერესებთ, თვალის ერთი გადავლებით გამიცნობთ  🙂 მაშ ასე 😀 -50 ფაქტი ჩემს შესახებ, რომელიც თქვენ არ იცით 🙂

  1. ჩემი სახელია მარი და არ მიყვარს როცა მარიკუჭას, მარიკუნას, მარიშკას ან მარუსიას მეძახიან.
  2. ვარ 22 წლის.
  3. ვარ ტიპიური ქალი კირჩხიბი.
  4. მყავს ძალიან ცოტა მეგობარი.
  5. როგორც ყველა კირჩხიბი, ძნელად ვენდობი ადამიანებს. დიდი ხანი მჭირდება, რომ დავრწმუნდე რამდენად სანდოა ის ადამიანი.
  6. 5 წლის ასაკიდან ჟურნალისტობაზე ვოცნებობდი. სხვა პროფესიაზე არასოდეს მიფიქრია.
  7. ბავშვობაში ჩემი საყვარელი თამაში “მასწავლებლობანა” იყო.
  8. არასოდეს მყოლია სახლში ცხოველები და ალბათ ვერც ვერასოდეს მეყოლება, არ ვარ ძაღლების და კატების ტიპი. არც თუთიყუშების.
  9. 5 წლის ვიყავი კითხვა რომ ვისწავლე და სკოლაში რომ მივედი, ნერვი მეშლებოდა, ბავშვები ნელა რომ კითხულობდნენ 😀
  10. ბავშვობაში ბგერა ლ-ს ნაცვლად რ-ს ვიძახდი და ეს ფაქტი დღემდე ახსოვთ ჩემს ახლობლებს და მახსენებენ ხოლმე როგორ ვიმეორებდი ჯიუტად – რეირა სკორაში მიდის 😀
  11. ბავშვობაში უამრავი ლექსი ვიცოდი ზეპირად, დღეს სამწუხაროდ ერთიც აღარ მახსოვს.
  12. ძალიან მიყვარდა კითხვა და დღემდე ძალიან მიყვარს. 7-8 წლის შემდეგ ზღაპრები აღარც წამიკითხავს.
  13. წიგნების ბოლოს ძალიან ძალიან ხშირად ვტირი 😦 ფილმების ბოლოსაც 😦
  14. თუმცა აღვნიშნავ, რომ კინო დიდად არ მიყვარს, ძალიან მიჭირს 2 საათი ერთ ადგილას ჯდომა 😀
  15. ბავშვობაში მყავდა გამოგონილი მეგობარი გია 😀 ამაზე მეტი ისტორიები აღარ მომაყოლინოთ, ტეხს 😀
  16. არ მიყვარს სარკაზმი და ირონია, თუმცა ვიყენებ როცა საჭიროა და ვისთანაც საჭიროა.
  17. 16 წლის ვიყავი პირველად სათვალე რომ გავიკეთე.  ეს ჩემთვის დიიიდი ტრაგედია იყო 😀 თუმცა შემდეგ ძალიან მივეჩვიე.
  18. ვარ ახლომხედველი, -3.50 ლინზას ვატარებ.
  19. საშინლად არ მიყვარს მათემატიკა.
  20. სამაგიეროდ ვგიჟდები სოციალურ მეცნიერებებზე 🙂
  21. სკოლაში ქიმიაში მხოლოდ იმიტომ მეწერა 4-იანი, რომ დედაჩემი ქიმიის მასწავლებელი იყო და სირცხვილი იყო, რომ მის შვილს 3 სწერებოდა 😀
  22. ბავშვობაში დედაჩემს არასოდეს დავუსჯივარ, არანაირი ფორმით.
  23. ხშირად მიჩნდება ისეთი გრძნობა, რომ დროს უაზროდ ვფანტავ.
  24. დილას აუცილებლად ვიწყებ ყავით და დღის განმავლობაში ვსვამ მინიმუმ 4-ჯერ.
  25. 4 წელი ვეწეოდი სიგარეტს და დღეს სიამაყით ვაცხადებ, რომ ერთი წელია აღარ ვეწევი 🙂
  26. მიყვარს წითელი ღვინო და ნამდვილი, ჭაჭის არაყი (და არა ნაყიდი) 😛
  27. 20 წლამდე სასტიკად მეჯავრებოდა ლუდი მაგრამ მერე, მერეეე ოოოო….. 😀
  28. 9 ქვეყანაში ვარ ნამყოფი. აღარ ჩამოვთვლი 🙂
  29. ჩემი დიდი სურვილი იყო მესწავლა გერმანიაში, მაგრამ 2-ჯერ მივიღე სასწავლო ვიზაზე უარი.
  30. არ მივდევ მოდას. არც არასოდეს მაინტერესებს რა არის მოდაში.
  31. არ ვხმარობ ტონალურ კრემს.
  32. 18 წლიდან მაქვს მართვის მოწმობა მაგრამ დღემდე საშინელი მძღოლი ვარ. ნუ რა თქმა უნდა ამას პრაქტიკის უქონლობას ვაბრალებ 😀
  33. ამავე დროს საშინელი დიასახლისი ვარ, არც საჭმელების კეთება მხიბლავს და არც სახლის ლაგება 😦
  34. პირველად რომ შემიყვარდა, 5-ე კლასში ვიყავი.
  35. ჩემი პირველი დიდი და სერიოზული სიყვარული იყო თორნიკე, რომელიც დღეს ჩემი ქმარია ❤
  36. ჩემს ცხოვრებაში იყო ეპიზოდები, რომლებსაც სიამოვნებით შევცლიდი, რაღაცეებს ვნანობ, რაღაცეებით ვამაყობ.
  37. ჩემი პირველი ხელფასი 80 ლარი იყო 😀
  38. ჩემი ყველაზე დიდი მინუსი ის არის, რომ საშინლად ემოციური ვარ.
  39. ჩემი იდეალური დღე არის როცა ვიღვიძებ მაშინ როცა გამეღვიძება, მაქვს რაიმე საქმე გასაკეთებელი მაგრამ არ მაქვს სტრესი, მაქვს იმის დრო, რომ წავიკითხი წიგნი ან ვუყურო ფილმს და დღის რაღაც მონაკვეთი გავატარო საყვარელ ადამიანებთან ❤
  40. ჩემი 3 და ცხოვრობს გერმანიაში და ძალიან ძალიან ხშირად მენატრებიან, ჩემი ფოფო უბრალოდ კი არ მენატრება, საშინლად და გულის მოწურვამდე მენატრება ❤
  41. ძალიან მაღიზიანებს შეკითხვა “ორსულად ხომ არ ხარ”? 😦
  42. არ მიყვარს როცა მუსიკა ხმამაღლაა ჩართული და საერთოდაც მუსიკას მარტო MP3-ში ვუსმენ, მაშინ როცა  გარეთ ვარ, კომპიუტერთან ძალიან იშვიათად ვუსმენ რამეს.
  43. ბავშვობაში ვგიჟდებოდი ველოსიპედით სეირნობაზე, მაგრამ დღეს “პავაროტში” მობრუნებაც კი აღარ შემიძლია 😦
  44. ვგიჟდები ტკბილეულობასა და სასუსნავებზე ❤
  45. ჩემი საყვარელი საჭმელი კატლეტია 🙂
  46. მიყვარს Coldplay, Keane, Oasis, Radiohead. კიდევ ბევრი მიყვარს, მაგრამ ესენი განსაკუთრებით ❤
  47. 4-5 წელია ვაგროვებ ციტატებს, ამჟამად 930 ცალი მაქვს ჩემს უსაყვარლეს ბლოკნოტში გადატანილი.
  48. საყიდლებზე წასვლის წინ ყოველთვის ვაკეთებ სიას.
  49. თითქმის ყოველდღე ვუსმენ რადიო “თავისუფლებას” ❤
  50. მიყვარს ზაფხული, მზე, სითბო, მწვანე ბალახი და ის დადებითი ენერგია და მუხტი, რაც მზეს მოაქვს, მაგრამ არ შემიძლია მზეზე დაწოლა და გარუჯვა, რუჯის სიყვარულის გამო არ ქვია ჩემს ბლოგს მზის მოყვარულის ბლოგი 🙂 მე უბრალოდ მიყვარს მზიანი დღეები ❤
Advertisements
6 Comments

6 thoughts on “About me

  1. Cemi zuila xar sufta, Cemi ertaderti da sayvareli… gias istoriebs me movuyvebi xalxs shen tu gitydeba da leqsebsac tan davayoleb: Wiryvavi da ra vqna ra vuyo tavsao 😀

      • კი… ერთი კომენტარი ბლოგზეც ვნახე შენი… :))

  2. 20. სამაგიეროდ ვგიჟდები სოციალურ მეცნიერებებზე – მეც ვგიჟდები და ამიტომ ავირჩიე სოც-პოლიტიკური..<3
    37. ჩემი პირველი ხელფასი 80 ლარი იყო – 4 წლის წინ, 90 ლარი.. ის სიხარული არაფერს შეედრება. გახსოვს რაში დახარჯე?
    38. ჩემი ყველაზე დიდი მინუსი ის არის, რომ საშინლად ემოციური ვარ. – ანალოგიური!
    44. ვგიჟდები ტკბილეულობასა და სასუსნავებზე ❤ – სხვანაირად არც შეიძლება.<3

რას ფიქრობთ თქვენ?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s