დიდი ხნის პაუზის შემდეგ ვწერ ამ პოსტს 🙂
ხელები მექავება ხოლმე ისე მინდება ჩემი აზრების ფრქვევა 😀 უბრალოდ დღეს ამისთვის იმდენი ადგილი და გზა არსებობს, ფბ-დან დაწყებული, ფორუმით დამთვარებული, ნაცნობ-მეგობრები თავისთავად 🙂 ყველგან აქტიურობას ვეღარ ვასწრებ, სურვილის არსებობის მიუხედავად 🙂
მოუთმენლად ველოდები მზის გამოჩენას,თბილ დღეებს, კარგ ამინდს და გარეთ სეირნობის განწყობას 🙂
მანამდე კი ჩვეულებრივ მიდის ყველაფერი – ჯიპაში დავდივარ, გაზეთში ვწერ (სამწუხაროდ მხოლოდ კვირაში ერთხელ, მეტჯერ უბრალოდ ვერ ვასწრებ), ვჯუჯღუნებ და ვწუწუნებ მომატებული ძალებით, თუმცა ახლა ამის საპატიო მიზეზი მაქვს 😀 და არავინ მსაყვედურობს ამის გამო 😀
ამ საპატიო მიზეზს კი ჩემი 16 კვირის ორსულობა წარმოადგენს ❤ 🙂 პატარა ბიჭუკელა 25 ივლისის მერე დაიბადება 🙂
მართალია წერო ძალიან მოულოდნელად არ დაგვტყდომია თავს, მაგრამ შოკიდან გამოსვლა არც თუ ისე ადვილი იყო 😀 2-3 კვირაა რაც წესივრად აღვიქვამ ბაო-ბაოს არსებობას, იქამდე მარტო ვნერვიულობდი რა და როგორ იქნებოდა 🙂
ფორუმზე “მშობლების კლუბი” ჩემი მეორე სახლი გახდა 😀 როცა აღარ ვიცი ვის ვეწუწუნო, მერე იქ ვიოხებ გულს 😀
არ ვიცი შეამჩნიეთ თუ არა ახალი დიზაინი 🙂 სავარაუდოდ, შევცვლი კიდევ, ვარდისფერი რაღაც ძალიან უწი-პუწი კია, მაგრამ ჯერ-ჯერობით მომწონს 😀