Tag Archive | გამოცდები

პირველი გამოცდა

დღეს ჯიპაში პირველი გამოცდა გვქონდა 🙂 ახლა უკვე ვიცი, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მაგრამ გუშინ ამ დროს ამ განწყობაზე ნამდვილად არ ვყოფილვარ 🙂 პირიქით, ზედმეტად ბევრსაც კი ვნერვიულობდი. იმდენად ბევრი რამ დაყვა ერთმანეთს, რომ ბოლოში ნერვიულობის მაგივრად, ისტერიულად ვიცინოდი 😀

გამოცდა გვქონდა ინტერნეტ-ტექნოლოგიებში, ჯერ დავწერეთ ტესტი და ორ დღეში უნდა მოგვემზადებინა პრეზენტაცია, რომელსაც წარვადგენდით ინგლისურად. აი ამ პუნქტის გამო განსაკუთრებულად ვნერვიულობდი 😀 ჩემი ინგლისური არ გაიშვას, მართლა რა 😀 დავიყავით ჯგუფებად, შევარჩიეთ თემები, ჯგუფში გავინაწილეთ საკითხები, ავაწყეთ პრეზენტაცია და უკვე რომ ვფიქრობდი, ახლა სახლში წავალ და ცოტას ვირეპეტიციებ მეთქი, უცებ რედაქციაში გავხდი გასასვლელი. სახლში 8-ის ნახევარზე იმდენად დაღლილი მივედი, რომ საათ-ნახევარი გათიშულს მეძინა 😀 ძილს რომ დავეხსენი და ძალიან ძლიერი ყავა რომ გავიკეთე, უცებ დენი წავიდა. ძალიან ძალიან გავბრაზდი 😦 ჩავრთე ნოუთბუქი, რომელიც, საბედნიეროდ, 2 საათი მაინც ძლებს. კავკაზუსში დარეკვებს, ლოდინს და ინტერნეტის გადაერთებებს აღარ ჩავთვლი 😀 ნუ, როგორც იქნა დავიწყე ტექსტის მომზადება. უცებ, სრულიად მოულოდნელად, 11 საათზე კავკაზუსმა “სასიამოვნო სიურპრიზი” მომიწყო და ახლა ინტერნეტი გამეთიშა 😦 არადა რაღაც სიტყვების სათარგმნად მჭირდებოდა ინტერნეტი. ამ დროს უკვე ისეთი ნერვებმოშლილი ვიყავი, მეტად გაბრაზების თავიც კი აღარ მქონდა 😀 ჩემს უიღბლობაზე უკვე სულელივით ვხარხარებდი 😀

აქვე რომ არ აღვნიშნო თელასის ეგრეთ წოდბული “ცხელი ხაზის” მეტად “ოპრატიული” მოქმედება, არ შემიძლია… ცხელი კი არა, ყველაზე დონდლო და უპასუხისმგებლო ხაზია ალბათ. თუ კი ყურმილს მაინც არავინ აიღებს, რაღას არქმევენ ცხელ ხაზს? ზოგადად, ამ ქვეყანაში სადმე ორგანიზაციაში რომ რეკავ, დიდი რკინის ნერვებია საჭირო. მაგრამ აი თელასი, ნამდვილად აუღებელი ციხე-სიმაგრეა…

ჩავაბარე და ამოვისუნთქე!!!! :)))))

ადრეც მქონდა რამდეჯერმე მცდელობა მაგათთან დაკავშირების მაგრამ ვერც ერთხელ ვერ მივაღწიე იმას, რომ ვინმეს საერთოდ ტელეფონზე ეპასუხა.

ჩემს გამოცდას დავუბრუნდები ისევ 🙂 ამდენი განცდების შემდეგ, საბოლოოდ, კარგად ჩაიარა ყველაფერმა, ჩვენი ჯგუფის თემა იყო “სოციალური მედიაvs ტრადიციული მედია”. ჩემი საკითხი იყო “ქართული ჟურნალისტიკა სოციალური მედიის კვალდაკვალ”. თუ არ ჩავთვლით ერთ მომენტში ცოტა დაბნევას, მეტი ტრაგიკული არაფერი ჩამიდენია 😀

პირველი გამოცდა ჩავაბარე, ამ გადმოსახედიდან უკვე შემექმნა რაღაც წარმოდგენა ჯიპაზე. გარედან მაინც სულ სხვანაირად ჩანს ყველაფერი, ზოგი რამ გამართლდა, ზოგიც არა, მაგრამ, რაც მთავარია, უკვე ვიცი, რომ იქ ვარ, სადაც  მინდოდა რომ ვყოფილიყავი (რა თქმა უნდა, ლაიფციგის უნივერსიტეტის შემდეგ, სადაც მინდოდა, რომ მაგისტრატურა გამეკეთებინა და რამის ისიც კი ზეპირად ვიცოდი, რომელ სემეტრში რა უნდა გვეკეთებინა 😀 ) – საინტერესო გარემოა, საინტერესო ლექტორებით და საინტერესო კურსელებით 🙂

ბოლოს მინდა ერთი ლინკი გაგაცნოთ 🙂  დღეს გამოცდაზე დაგვეწრო ამერიკიდან მოწვეული ლექტორი და ჯიპას მიმღები კომისიის ერთ-ერთი წევრი Keith R. Kenney, რომელმაც მოგვცა თავისი ბლოგის მისამართი და ამ ბლოგის თვალიერებისას უცებ გადავაწყდი ჯიპაში ჩვენი მიღებისას გავლილი გასაუბრებების შესახებ დაწერილ პოსტს 🙂 თუ თქვენც გაინტერესებთ რა შთაბეჭდილება დავტოვეთ ამ კაცზე და რამ გააოცა ყველაზე ძალიან, ესტუმრეთ მის ბლოგს 🙂 სხვათაშორის, საქართველოზეც უწერია პოსტები და როცა მოვიცლი, უნდა გადავხედო 🙂 ძალიან მაინტერესებს ხოლმე უცხოელების თვალით დანახული საქართველო 🙂

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ…..

ერთი თვეა აღარაფერი დამიწერია ბლოგზე, დიდი შესვენება გამომივიდა.

საკმაოდ დამღლელი და სტრესული ერთი თვე მქონდა, ამის გამო იყო რომ ავიღე წერაზე ხელი. მაგრამ ახლა ნელ-ნელა დავლაგდები და დავუბრუნდები აქაურობას. იმდენი იდეა მიტრიალებს თავში, იმდენ რამეზე მინდა დავწერო და ხან უდროობა მაწუხებს, ხან მეზარება, ხან რა, ხან რა…..

მოკლედ რომ შევაჯამო, ამ ერთი თვის განმავლობაში დაკავებული ვიყავი მაგისტრატურის და სამსახურის საქმეებით.

  • პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო, გავიგე ჩემი მაგისტრატურის გამოცდების ქულები.
    ანალიტიკური წერა – 22 ქულა 24-დან
    წაკითხულის გააზრება – 15 ქულა 21-დან
    ლოგიკური მსჯელობა – 12.2 ქულა 20-დან
    რაოდენობრივი მსჯელობა – სამარცხვინო 8.6 ქულა 17-დან 😀

რაც მთავარია ოთხივე ნაწილში გადავლახე ზღვარი და იმდენი მოვახერხე, რომ მათემატიკაში არ ჩავიჭერი 😀 რაც თავისთავად უკვე გმირობაა ჩემგან 😀 რა ვქნა, არ გამოგვდის მე და მათემატიკას მეგობრობა 😀 შესაბამისად, ამ 8.6-ითაც კი სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი 🙂 თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩავიჭერი და თურმე, როგორც მჩვევია ხოლმე, ტყუილად მიპანიკიორია 🙂 გამოცდების შესახებ ცხელ-ცხელი პოსტები ნახეთ აქ   და  აქ.

  • მას შემდეგ, რაც დავრწმუნდი, რომ გამოცდები კარგად ჩავაბარე, საბუთები შევიტანე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, უფრო მარტივად რომ ვთქვათ ჯიპაში, ჟურნალისტიკის და მედიამენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე. თუმცა გაირკვა, რომ ჯიპას ქართულენოვანი სექტორი გაუუქმებია და მხოლოდ ინგლისურენოვანი სექტორი იყო დარჩენილი. აქ ჩასაბარებლად კი მსურველებს ინგლისურის ტესტი Institutional TOEFL უნდა დაეწერათ და კომისიასთან გასაუბრება უნდა გაევლოთ ასევე ინგლისურად.  ეს რომ გავიგე, მაშინვე ვთქვი, რომ Institutional TOEFL კი არა, Intermediate ტესტსაც კი ვერ დავწერ ალბათ თქო.

    საერთოდ სკოლაში და უნივერსიტეტში არასოდეს მისწავლია ინგლისური, მეორე კურსზე ვიყავი როცა ინგლისურში კერძოდ დავიწყე მომზადება და წერა-კითხვა და ძალიან მარტივი გრამატიკა ვისწავლე. მაშინ სიზარმაცის და მოტივაციის ნაკლებობის გამო დავანებე სწავლას თავი და იმის შემდეგ აღარც მივტრიალებივარ ამ ენას. მერე რადგანაც გერმანიაში ვერ წავედი  (ამაზე ცალკე დავწერ როდისმე 🙂 ) დავიწყე იმაზე ფიქრი სად გამეკეთებინა მაგისტრატურა და მაშინ შევარჩიე ზუსტად ჯიპა. რადგანაც ვიცოდი, რომ ჯიპაში სახელმძღვანელოები ინგლისურად უნდა ყოფილიყო, სპეციალურად დავიწყე ამ ენის სწავლა დაახლოებით 8-9 თვის წინ. დავიწყე სერიოზულად სწავლა და გულდასმით მეცადინეობა, მაგრამ 8 თვეში ისეთი სასწაულებიც არ ხდება, რომ უცებ TOEFL ჩააბარო 😀 ამიტომ ძალიან ვნერვიულობდი გამოცდის გამო. სულ მქონდა 3 კვირა სამეცადინოდ. ვერ ვიტყვი დიდად თავი მოვიკალი თქო მეცადინეობით, მაგრამ ყოველდღე ვაკეთებდი მოსასმენ ტესტებს, ვწერდი გრამატიკულ სავარჯიშოებს, ვუყურებდი ფილმებს, კომიქსებს, მულტფილმებს ინგლისურად, ყოველდღე ვსტუმრობდი BBC-ს ინგლისური ენის გაკვეთილების საიტს 🙂 არ ვიცი რამდენად მოვახერხე ცოდნის გაუმჯობესება, მაგრამ შეძლებისდაგვარად ძალისხმევა არ დამიშურებია 🙂   ჯიპას გასაუბრებაზე ხვალ დავწერ პოსტს.

  • ზუსტად ამ ერთ თვეშივე სრულიად მოულოდნელად დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ გაზეთში, რომელიც ძალიან მომწონდა ყოველთვის და რომელსაც საკმაოდ კარგი სახელი და რეპუტაცია აქვს დღევანდელ გაფუჭებულ მედიას შორის 😀 ჯერ-ჯერობით საცდელი ვადით ვარ  და მერე ვნახოთ რა იქნება. ახლა მთლიანად ამ გაზეთზე ვარ გადართული, ყველანაირად ვცდილობ დავალებები პირნათლად შევასრულო 🙂 გაზეთის სახელს არ ვწერ, თუ ამ ყველაფერს კარგი დასასრული ექნება, მერე გავამხელ 🙂

    რა თქმა უნდა შეიძლებოდა ამ ყველაფერთან ერთად ბლოგზეც მეწერა ხოლმე, მაგრამ სამწუხაროდ ამ მხივ ცოტა ვიზარმაცე. თუმცა რაც მთავარია – აწი აღარ დავიკარგები 🙂

ჩავაბარე… ჩავაბარე?!

სამაგიტრო გამოცდებმა ჩაიარა და ყველაზე ცუდი ახლა ისაა, რომ გადაწყვეტით არ შემიძლია თქმა, ჩავაბარე თუ ვერა.

არ მეგონა ამდენს თუ ვინერვიულებდი და წინასაგამოცდო ნერვიულობის გამო, ღამის გათენება მომიწევდა. 🙂

მოგეხსენებათ, სამაგისტრო გამოცდები 4 ნაწილისგან შედგება და 2 დღე გრძელდება. პირველ დღეს წაკითხულის გააზრება და ანალიტიკური წერა იყო. ტექსტის გააზრებაში იმან მიშველა, რომ სწრაფი კითხვა და შესაბამისად, სწრაფად გააზრება შემიძლია (ნუ როგორ შევიქე თავი :D) და 70 წუთში ყოველგვარი სტრესის გარეშე ჩავეტიე, 10 წუთი დროც კი მომრჩა. 🙂

ანალიტიკური წერით არ ვარ კმაყოფილი, ძალიან დიდი თემა დავწერე და ვფიქრობ, შესაბამისად, შეცდომებიც სიდიდის პროპორციულად მექნება. 😀 100 სიტყვას ითხოვენ? –  დაწერე რა 100 😀  ჩემი თემა 200 სიტყვაზე ცოტა მეტი გამოვიდა. 🙂

რაც შეეხება მეორე დღეს, უფრო დაწყნარებული ვიყავი  და მშვიდად ვწერე ლოგიკაც და მათემატიკაც. კიდევ კაი, პირველად ლოგიკა იყო დასაწერი და შემდეგ მათემატიკა, თორემ პირიქით რომ ყოფილიყო, ძალიან მეეჭვება, მათემატიკის შემდეგ კიდევ რაიმის თავი მქონოდა. 🙂 შეიძლება ითქვას, რომ მაგ მხრივ გამიმართლა 😀

ჩემი ბედნიერების ხანა გუშინ 5 საათზე დაიწყო. 🙂 როცა დავტოვე მაღლივი და  ღრმად, ძალიან ღრმად ამოვისუნთქე. 🙂  იმედი მაქვს, ეს  ბედნიერების ხანა პასუხების გამოქვეყნების შემდეგაც გაგრძელდება 😀

მანამდე კი –

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Prüfung überstanden!!!!  Nun ist erstmal Zeit zum erholen!!!!!!!!! 🙂

კარზე მომდგარი გამოცდები

მართალია ჩემთვის კვლავაც დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ხვალ სამაგისტრო გამოცდა მაქვს.

ვცდილობ არ შევიმჩნიო, რომ ძალიან, ძალიან მეშინია და თავს ვიმხნევებ 🙂

“…რა უნდა იყოს კაცო ისეთი მე, აი მეეე რომ გამიჭირდეს, ჰა?” 😀

მაგრამ სინამდვილეში… რეალობა სულ სხვაა 😀

აღელვებული ვარ საშინლად…….

მთელი ამ დროის განმავლობაში, რაც ვიცი, რომ სამაგიტრო გამოცდები უნდა ჩავაბარო, ყოველდღიურად იმდენი რომ მემეცადინა, რამდენიც დღეს და გუშინ, ჩემგან ნამდვილი გენიოსი დადგებოდა 😀

მაგრამ სამწუხაროდ, მე ყველაზე უკეთ თავის მოქექვა გამოცდის წინა დღეებში გამომდის.

ხვალ წაკითხული ტექსტის გააზრება და ანალიტიკური წერა მექნება. ასე თუ ისე, ამ ორი ნაწილის თითქოს ნაკლებად მეშინია.

აი ზეგ კი… ნამდვილი ჯოჯოხეთი მელის 😀 რაოდენობრივი და ლოგიკური მსჯელობა… ოიიი 😦

უკვე იმდენად ვარ დაღლილი ნერვიულობით, რომ ერთი სული მაქვს ეს გამოცდები რაც შეიძლება მალე ჩავამთავრო.

გამაგრდი, მაააარ! 😀 აბა, ყოჩაღად!!! 😀

gamocdebi