Tag Archive | დასვენება

I ❤ weekends

შაბათ-კვირა ის ორი ჯადოსნური დღეა მთელ კვირაში, რომელიც ერთნაირად უყვარს მგონი ყველას – დასაქმებულს, მოსწავლეს თუ სტუდენტს. სკოლიდან მოყოლებული, ჩემთვის ეს ორი დღე ასოცირდებოდა, უპირველესად, დილით კარგად გამოძინებასთან 🙂 მთელი დღე უსაქმურობასთან, წიგნებთან და ფილმებთან გატარებულ საათებთან ან, უბრალოდ, გარეთ ძალიან ბევრ სეირნობასთან 🙂

შაბათ-კვირას 12 საათზე ადრე მხოლოდ იმ შემთხვევაში ვდგები, თუ ვინმე მაღვიძებს ან სადმე ვარ წასასვლელი 🙂 მიყვარს დილაობით პიჟამოთი სიარული, სასტიკად მეზარება ხოლმე ცივი ტანსაცმლის ჩაცმა 😀 ჩემი ნება რომ იყოს მთელი დღეც არ გავიხდიდი 😀 მიყვარს სტრესის გარეშე მიღებული დუში, ნელა დალეული ჩაი (ორსულობისას ყავაზე თავს ვიკავებ და სამაგიეროდ კილომეტრზე ვგრძნობ მის სუნს და თუ კი ვინმე სვამს, ნდომისგან სულ ნერწყვებს ვყლაპავ 😀 ), მიყვარს ფაცი-ფუცის გარეშე შემოვლილი საიტები, ესეც დილის რიტუალების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია 😀

შაბათ-კვირა ის ორი დღეა, როდესაც შეგიძლიათ სამზარეულოში მიხილოთ 🙂

Typical Weekends =))

მოუცლელობის გამო მხოლოდ კვირის ბოლო ვახერხებ რაიმე კერძის გაკეთებას 😀 კვირის დღეებში შეიძლება დროც მქონდეს მაგრამ იმდენად დაღლილი ვარ ხოლმე რომ საჭმელების კეთების ნერვი აღარ მრჩება 😀 მოგეხსენებათ, დიდად არ ვგიჟდები ამ პროცესზე და შესაბამისი განწყობა ნამდვილად მჭირდება ხოლმე 😀

დღეს გადაწყვეტილი მაქვს გუფთა და ქათმის სალათი გავაკეთო. ორსულობისას ჯანსაღ კვებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ 😀 ვცდილობ ნახევრად ფაბრიკატებს ავერიდო მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, როცა დრო არ მაქვს, ეგენი ყველაზე კარგი გამოსავალია 😀 სამწუხაროდ, თორნიკე სახლში არ არის და ვერ დამეხმარება გაკეთებაში, თორემ ის ჩემზე ბევრად უკეთესი მზარეულია 😀 ძალიან მიყვარს ერთად როცა ვაკეთებთ ხოლმე საჭმელს ❤ უფრო სახალისოა და კარგად ვერთობით ხოლმე 😀 ცუდია რომ ამის დრო ხშირად არ აქვს 😦

მერე დავჯდები და წიგნს წავიკითხავ – ჰერმან ჰესეს “ტრამალის მგელს” ვკითხულობ ახლა. ცოტა მძიმე წასაკითხია, მაგრამ ძალიან საინტერესოდ აქვს დაწერილი ჰესეს ადამიანის შინაგანი სამყარო და მოსაწყენი წიგნი ნადმვილად არ არის 🙂

P.S. ერთ პოსტში ყველაფერს მივედ-მოვედე 😀 ამას ქვია “ამოხეთქაო” 😀

სტრესის დასასრული. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უქმეებში :)))

 

პოსტი სოფლიდან

ამ პოსტს სოფლიდან ვწერ. შაბათ-კვირას აქეთ წამოვედით, მოგეხსენებათ კახეთში ახლა რთველია დაწყებული 🙂 ლაგოდეხის რაიონში, სოფელ ჭაბუკიანში ვარ. თბილისიდან დაახლოებით 120 კილომეტრია. ეს არის ჩემი ქმრის სოფელი. ახლა ყველანი რთველში არიან წასულები. მე კიდევ მოვიდგი გვერდით ყავა, ლეპტოპი, მაგთი ფიქსი და შევუდექი მორიგი პოსტის წერას 🙂 დიდად არ მხიბლავს ყურძნის კრეფის პროცესი 😀 ეგეც არ იყოს და, სახლს უპატრონოდ ხომ არ დავტოვებდით 😀 მე კიდევ უსაქმოდ კი არ ვზივარ – ჩემი მოვალეობაა მოვხარშო ხორცი, არ ჩავაქრო ღუმელი და მივხედო სახლ-კარს 😀

ამის გარდა კიდევ იმდენი საქმე მაქვს გასაკეთებელი, მაგრამ სიზარმაცემ შემომიტია და ჩემი სამსახურის საქმეების მიხედვას ბლოგზე წერას ვამჯობინებ 😀 არადა დიქტაფონიდან ორი  ინტერვიუ მაქვს გასაშიფრი, ერთი 30 წუთიანი, მეორე 40 წუთიანი. ამის გარდა, უნდა გადავხედო რაღაც მასალებს, რომლის გარეშეც სტატიას ვერ დავწერ, ან თუ დავწერ ნაკლებად საინტერესო იქნება. სიზარმაცის განდევნის რაიმე ეფექტური გზა არ იცით? იდეა შემომთავაზეთ 🙂

სახლში ახლა მე, ჩაკი, ჩოპრა და კოღოები ვართ 😀

ჩოპრა და ჩაკი

უკვე საშინლად ვარ დაკბენილი, ერთი წუთით არ მტოვებენ, სულ თავზე დამტრიალებენ 😀 ჩაკი და ჩოპრა ჩვენი ძაღლები არიან, უბრალოდ ძაღლები კი არა, ძალიან ჭკვიანი ძაღლები:) ისე უყვართ მოფერება, რომ ხან ვფიქრობ, ფისოები უფრო არიან ვიდრე ძაღლები თქო 🙂

საღამოს თბილისში წავალთ, თორნიკეს სამსახური აქვს, მე კიდევ სწავლა მეწყება 🙂 დიდი ინტერესით ველოდები როგორ ჩაივლის პირველი დღე 🙂 სწავლა კვირაში 3 დღე გვექნება და იმედი მაქვს, მუშაობაში ხელი არ შემეშლება 🙂


ჩავაბარე… ჩავაბარე?!

სამაგიტრო გამოცდებმა ჩაიარა და ყველაზე ცუდი ახლა ისაა, რომ გადაწყვეტით არ შემიძლია თქმა, ჩავაბარე თუ ვერა.

არ მეგონა ამდენს თუ ვინერვიულებდი და წინასაგამოცდო ნერვიულობის გამო, ღამის გათენება მომიწევდა. 🙂

მოგეხსენებათ, სამაგისტრო გამოცდები 4 ნაწილისგან შედგება და 2 დღე გრძელდება. პირველ დღეს წაკითხულის გააზრება და ანალიტიკური წერა იყო. ტექსტის გააზრებაში იმან მიშველა, რომ სწრაფი კითხვა და შესაბამისად, სწრაფად გააზრება შემიძლია (ნუ როგორ შევიქე თავი :D) და 70 წუთში ყოველგვარი სტრესის გარეშე ჩავეტიე, 10 წუთი დროც კი მომრჩა. 🙂

ანალიტიკური წერით არ ვარ კმაყოფილი, ძალიან დიდი თემა დავწერე და ვფიქრობ, შესაბამისად, შეცდომებიც სიდიდის პროპორციულად მექნება. 😀 100 სიტყვას ითხოვენ? –  დაწერე რა 100 😀  ჩემი თემა 200 სიტყვაზე ცოტა მეტი გამოვიდა. 🙂

რაც შეეხება მეორე დღეს, უფრო დაწყნარებული ვიყავი  და მშვიდად ვწერე ლოგიკაც და მათემატიკაც. კიდევ კაი, პირველად ლოგიკა იყო დასაწერი და შემდეგ მათემატიკა, თორემ პირიქით რომ ყოფილიყო, ძალიან მეეჭვება, მათემატიკის შემდეგ კიდევ რაიმის თავი მქონოდა. 🙂 შეიძლება ითქვას, რომ მაგ მხრივ გამიმართლა 😀

ჩემი ბედნიერების ხანა გუშინ 5 საათზე დაიწყო. 🙂 როცა დავტოვე მაღლივი და  ღრმად, ძალიან ღრმად ამოვისუნთქე. 🙂  იმედი მაქვს, ეს  ბედნიერების ხანა პასუხების გამოქვეყნების შემდეგაც გაგრძელდება 😀

მანამდე კი –

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Prüfung überstanden!!!!  Nun ist erstmal Zeit zum erholen!!!!!!!!! 🙂