Tag Archive | თორნიკე

I ❤ weekends

შაბათ-კვირა ის ორი ჯადოსნური დღეა მთელ კვირაში, რომელიც ერთნაირად უყვარს მგონი ყველას – დასაქმებულს, მოსწავლეს თუ სტუდენტს. სკოლიდან მოყოლებული, ჩემთვის ეს ორი დღე ასოცირდებოდა, უპირველესად, დილით კარგად გამოძინებასთან 🙂 მთელი დღე უსაქმურობასთან, წიგნებთან და ფილმებთან გატარებულ საათებთან ან, უბრალოდ, გარეთ ძალიან ბევრ სეირნობასთან 🙂

შაბათ-კვირას 12 საათზე ადრე მხოლოდ იმ შემთხვევაში ვდგები, თუ ვინმე მაღვიძებს ან სადმე ვარ წასასვლელი 🙂 მიყვარს დილაობით პიჟამოთი სიარული, სასტიკად მეზარება ხოლმე ცივი ტანსაცმლის ჩაცმა 😀 ჩემი ნება რომ იყოს მთელი დღეც არ გავიხდიდი 😀 მიყვარს სტრესის გარეშე მიღებული დუში, ნელა დალეული ჩაი (ორსულობისას ყავაზე თავს ვიკავებ და სამაგიეროდ კილომეტრზე ვგრძნობ მის სუნს და თუ კი ვინმე სვამს, ნდომისგან სულ ნერწყვებს ვყლაპავ 😀 ), მიყვარს ფაცი-ფუცის გარეშე შემოვლილი საიტები, ესეც დილის რიტუალების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია 😀

შაბათ-კვირა ის ორი დღეა, როდესაც შეგიძლიათ სამზარეულოში მიხილოთ 🙂

Typical Weekends =))

მოუცლელობის გამო მხოლოდ კვირის ბოლო ვახერხებ რაიმე კერძის გაკეთებას 😀 კვირის დღეებში შეიძლება დროც მქონდეს მაგრამ იმდენად დაღლილი ვარ ხოლმე რომ საჭმელების კეთების ნერვი აღარ მრჩება 😀 მოგეხსენებათ, დიდად არ ვგიჟდები ამ პროცესზე და შესაბამისი განწყობა ნამდვილად მჭირდება ხოლმე 😀

დღეს გადაწყვეტილი მაქვს გუფთა და ქათმის სალათი გავაკეთო. ორსულობისას ჯანსაღ კვებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ 😀 ვცდილობ ნახევრად ფაბრიკატებს ავერიდო მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, როცა დრო არ მაქვს, ეგენი ყველაზე კარგი გამოსავალია 😀 სამწუხაროდ, თორნიკე სახლში არ არის და ვერ დამეხმარება გაკეთებაში, თორემ ის ჩემზე ბევრად უკეთესი მზარეულია 😀 ძალიან მიყვარს ერთად როცა ვაკეთებთ ხოლმე საჭმელს ❤ უფრო სახალისოა და კარგად ვერთობით ხოლმე 😀 ცუდია რომ ამის დრო ხშირად არ აქვს 😦

მერე დავჯდები და წიგნს წავიკითხავ – ჰერმან ჰესეს “ტრამალის მგელს” ვკითხულობ ახლა. ცოტა მძიმე წასაკითხია, მაგრამ ძალიან საინტერესოდ აქვს დაწერილი ჰესეს ადამიანის შინაგანი სამყარო და მოსაწყენი წიგნი ნადმვილად არ არის 🙂

P.S. ერთ პოსტში ყველაფერს მივედ-მოვედე 😀 ამას ქვია “ამოხეთქაო” 😀

სტრესის დასასრული. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უქმეებში :)))

 

Advertisements

ორი წელი ერთად ♥

უკვე ორი წელი გავიდა. არადა გუშინდელივით მახსოვს ჩვენი გაცნობა 🙂 ორივე ძალიან სასაცილოები ვიყავით ^^

ყველაფერი ნათლად მახსოვს – არც კი მიცდია დამალვა, რომ მომწონდი და სრულიად უცნობმა ადამიანებმა ძალიან ბევრი საერთო აღმოვაჩინეთ ერთმანეთში 🙂

ისე გადიოდა დღეები, რომ საერთოდ არ ვჩხუბობდით, იშვიათად ვკამათობდით, არასოდეს გავბუტულვართ…

ვერ წარმოვიდგენდი ასეთი სიყვარული თუ შემეძლო… მე – სრულიად არარომანტიკული ადამიანი, რაღაცნაირად შევიცვალე 🙂 მაგრამ მთლად შენნაირი რომანტიკული მაინც  ვერ გავხდი 🙂

ორი წელია ჩემ გვერდით ხარ და მე ბედნიერი ვარ ამით ♥ მთლიანად მავსებ, მაძლევ ყველაფერს, რაც მჭირდება, ვგრძნობ შენს არსებობას ყველაზე რთულ სიტუაციებში, მამხენევებ და მამშვიდებ :-* ახლა ბოლომდე ვხვდები რას ნიშნავს გყავდეს მეორე ნახევარი ♥ ჩემი მეორე ნახევარი შენ ხარ – უშენოდ უბრალოდ სრულყოფილად ვერაფერს გავაკეთებ. შენი არსებობა და შენი გვერდში დგომა ძალიან მჭირდება ^.^

ყველაზე მეტად რაც მიყვარს შენში, არის შენი გაწონასწორებული და მშვიდი ხასიათი 🙂 ჩემი აუღელვებელი სიყვარული ხარ 🙂 ამითაც კი ერთმანეთს ვაბალანსებთ 🙂 მე – ყველაზე ემოციური და მშიშარა, როგორც შენ მეძახი – გამოუსწორებელი პესიმისტი 😀  და შენ – ყველაზე მშვიდი და დალაგებული :)დაფიქრებული და მოზომილი 🙂

რამდენი ხანია ერთმანეთისთვის სახელით აღარ მიგვიმართავს 🙂 გახსოვს ბოლოს როდის დამიძახე “მარი”? მე არ მახსოვს 🙂

ყველაზე ყურადღებიანი, ყველაზე მოსიყვარულე, ყველაზე თბილი და ყველაზე საყვარელი ხარ ^.^

არც კი მინდა გავიფიქრო – რა იქნებოდა უშენოდ…

შენ უბრალოდ ჩემი ქმარი არ ხარ… არ მიყვარს  ეს სიტყვა… არც მეუღლე ხარ… არც ეგ მომწონს…. შენ ხარ ჩემი სიყვარული – და რაც კი უკავშირდება სიტყვა “სიყვარულს”, ის ყველაფერი ხარ… ♥ ვნება და ტკივილი ხარ, სევდა და მონატრება ხარ, ცრემლი და სიხარული ხარ, ბედნიერება და ჰარმონია ხარ ♥

ორი წელია გიცნობ, არადა მგონია, რომ მთელი ცხოვრებაა ერთად მოვდივართ 🙂 მინდა რომ ასე გაგრძელდეს… დაუსრულებლად… და ყოველთვის, ყოველ დილით მხოლოდ შენი კოცნა და ჩახუტება მაღვიძებდეს ♥

მიყვარხარ… უზომოდ… და უსაზღვროდ… ბედნიერი ვარ, რომ ჩემ გვერდით ხარ და რომ მე შენ გიპოვე ♥

Love is you,
You and me,
Love is knowing,
We can be….

22

ეს პირველი პოსტია ჩემი დაბადების დღის, 18 ივლისის შემდეგ. არც კი მჯერა – უკვე 22 წლის ვარ. 🙂

მართალია სულ სხვანაირი გეგმები მქონდა, სულ სხვანაირად ვფიქრობდი ამ დღის აღნიშვნას და სულ სხვა ადამიანთან ერთად ვგეგმავდი მის გატარებას, მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველთვის ყველაფერი ისე არ ხდება, როგრც ჩვენ ვგეგმავთ. ამიტომ ბოლო წუთებში კი არადა, ბოლო დღეს შევცვალე გეგმები.

მაინცდამაინც 18 ივლისს იყო თორნიკე სამსახურში და შესაბამისად, ამ დღემ ჩემი უსაყვარლესი მეუღლის გარეშე ჩაიარა. არადა, როგორ მინდოდა ჩემს გვერდით ყოფილიყო, ბოლოს და ბოლოს, პირველად მქონდა დაბადების დღე, მას შემდეგ, რაც ერთად ვართ.

მააააგრამ მარტო მაინც არ ვყოფილვარ და ერთი წუთითაც არ ვყოფილვარ მოწყენილი. შევკრიბე ბავშვები და ყველამ ერთად ვიზეიმეთ ჩემი დაბ.დღე. 😀

და ბოლოს –

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მაარ, დაბადების დღეს გილოცავ!!!! 😀 ჭკუით იყავი 😀